სხვა

5:19 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

თურქი მორბენალი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

სტიპლჩეიზის თურქ მორბენალ გულჩან მინგერს, ვისაც 3000 მეტრ დისტანციაზე ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, დოპინგის გამოყენების გამო, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. მძლეოსანთა ერთიანბის კავშირის (AIU) ინფორმაციით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის დროს, მინგერისგან აღებულ სინჯებში, აკრძალული ნივთიერების არსებობა დადასტურდა.

კერძოდ, მინგერი ანაბოლურ-ანდროგენული სტეროიდის გამოყენებაში ამხილეს, რის გამოც, მის მიერ 2012 წლის 4 აგვისტოდან, 2014 წლის 3 აგვისტომდე ნაჩვენები ყველა შედეგი გაუქმდა. რაც შეეხება 31 წლის მორბენლის დისკვალიფიკაციას, ის ძალაში 2020 წლის 3 თებერვლიდან შევა.

სანქცია არ შეეხება მინგერის მიერ ჰელსინკიში მოპოვებულ ევროპის ჩემპიონის ტიტულს, რადგან ეს ტურნირი ლონდონის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდა. ცნობისათვის, მინგერმა ლონდონის თამაშებზე, ჰიტების გავლაც ვერ მოახერხა.

მინგერის გარდა, დისკვალიფიკაციით საშუალო დისტანციაზე მორბენალი უკრაინელი ნატალია კროლიც დაისაჯა. არასაშეჯიბრო შემოწმებისას, მის სინჯში დიურეტიკი და შესანიღბი ნივთიერება დაფიქსირდა. მას 20-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. კროლი 800 მეტრზე სირბილში, ევროპის ორგზის ჩემპიონია. მან დოპინგის წესების დარღვევა აღიარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165533