ფეხბურთი

21:53 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "იუვენტუსი" ძლიერია, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია"

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ფიქრობს, რომ „იუვენტუსის“ სიძლიერის მიუხედავად, ყველაფერი მისი გუნდის ხელშია და აქვთ ამბიცია, რომ მეოთხედფინალში გავიდნენ.

„ეს არ იქნება ისეთი მატჩი, როგორც პარასკევს (საფრანგეთის სუპერთასზე - რედ). ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით და ნამდვილად გვინდა მეოთხედფინალში თამაში. „იუვენტუსი“ შესანიშნავი გუნდია, დიდი ფეხბურთელები ჰყავს, მაგალითად რონალდუ და დიბალა, მაგრამ ჩვენ აქ თავმდაბლობით მოვედით, თუმცა ასევე დიდი ამბიცია გვაქვს.

„იუვენტუსმა“ ბოლო პერიოდში 14 თამაში ჩაატარა და უკეთეს რიტმშია, მაგრამ ამან შეიძლება დაღლილობაც გამოიწვიოს. ჩვენ კი პირიქით, რიტმი გვაკლია, სამაგიეროდ დასვნებულები ვართ, უპირატესობა გვექნებოდა, მაგრამ „იუვენტუსი“ დიდი გუნდია, ამიტომ, შანსი თანაბარია. ამის მიუხედავად, ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ჩვენზეა დამოკიდებული გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი დაპირისპირება ფრანგებს 1:0 აქვთ მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105653