ფეხბურთი

17:18 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შელია: "კვარაცხელია შესანიშნავია, მაგრამ ჯერ ეს დონე 2-3 წელი უნდა შეინარჩუნოს"

გროზნოს „ახმატის“ მეკარემ გიორგი შელიამ რუსულ მედიასთან ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი კიპერის აზრით, ხვიჩას მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ასეთი დონე უნდა შეინარჩუნოს.

„კვარაცხელია ჩემთან შედარებით სხვა ლიგაში თამაშობს. ეს ბიჭი შესანიშნავია, პლასტიკური, მკვეთრი. ახლა ფეხბურთში ძნელია გაუმკლავდე თავდამსხმელს, რომელიც სიჩქარეს ანვითარებს და წინ სივრცე აქვს. მაგრამ რამდენიმე ადამიანს სისწრაფის გარეშეც შეუძლია სივრიცს მოძებნა. ხვიჩა საშიშია მაშინაც კი, როდესაც ადგილზე დგას.

არ მიყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელებს აღმატებული ტონით საუბარი. ხვიჩას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ბევრს შეუძია აფეთქდეს, მაგრამ ვერ შეინარჩუნოს დონე მრავალი წლის განმავლობაში. კვარაცხელია მინიმუმ ორი ან სამი წლის განმავლობაში თუ შეინარჩუნებს ამჟამინდელ დონეს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ტოპფეხბურთელია. ვნახოთ.

მას სჭირდება ენობრივი ბარიერის გადალახვა. თავის დროზე მეც ძალიან მინდოდა ამის გაკეთება, ადვილი არ იყო. მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ენის არცოდნა პრობლემა არ უნდა იყოს, მას ყველაფერი ესმის. მატჩის განმავლობაში მეკარემ და მცველმა უნდა ისაუბრონ და ხვიჩამ ვის დაუძახოს?“, - აღნიშნა შელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

0.131586