ფეხბურთი

12:47 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „მთავარია გავიმარჯვეთ“

ავსტრიულ ლასკ-თან ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა დაადასტურა, რომ ჩილელი შუახაზელი, ალექსის სანჩესი კლუბში აღარ ირიცხება და „ინტერის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია.

„სანჩესი? დიახ ვადასტურებ მის წასვლას. მან შესანიშნავად გამოავლინა თავი იტალიაში. ჩინებული ფეხბურთელია. ვუსურვებ წარმატებას“

ასევე ნორვეგიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა ავსტრიელებთან.

„ფეხბურთელებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, რათა ფორმაში იყვნენ. ზოგიერთი კარგა ხნის უთამაშებელია და ეს აშკარად იგრძნობა. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და თამაშის საშუალება მივეცით დებიუტანტ ტედენ მენგის. ცენტრალურ მცველს, რომლისაც გვჯერა.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს BBC.

„მანჩესტერმა“ ლასკ-ს ორი მატჩიდს ჯამში (5:0, 2:1) 7:1 მოუგო და მეოთხედფინალში დანიურ „კოპენჰაგენს“ შეხვდება.

0.120052