ფეხბურთი

3:00 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ინიციატივა "თელავთან" მატჩის წინ

ქუთაისის „ტორპედოს“ ინიციატივით საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩში, რომელიც „ტორპედოსა“ და „თელავს“ შორის გაიმართება, გუნდები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავლენ.

წინა მხარეს დატანილი იქნება წარწერა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო უკანა მხარეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელი და გვარები.

შეგახსენებთ, „ტორპედო“ – „თელავის“ მატჩით ეროვნული ლიგის მე-9 ტური გაიხსნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123593