მარტში შეწყვეტილი ევროსეზონი განახლდა და ევროპა ლიგაზე ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, შედეგად ოთხი მეოთხედფინალისტი გაირკვა - „კოპენჰაგენი“, „შახტარი“, „ინტერი“ და „მანჩესტერი“.
მილანის „ინტერი“ ესპანურ „ხეტაფეს“ გელზენკირხენში გაეჯიბრა და ამ წყვილში ერთი მატჩით გახდა ცნობილი გამარჯვებული, რომელუ ლუკაკუმ და კრისტიან ერიკსენმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. „ნერაძური“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
დავით ხოჭოლავას „შახტარმა“ „ვოლფსბურგი“ 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გამოდგა - 5:1. ხოჭოლავამ 68 წუთი ითამაშა და შემდეგ გააძევეს.
„კოპენჰაგენმა“ „ბაშაკშეჰირთან“ თურქეთში 0:1 წაგების შემდეგ შინ დიდებულად ითამაშა, 3:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი ავსტრიულ „ლასკთან“ ჯერ კიდევ პირველ მატჩში ჰქონდა ყველაფერი გარკვეული, როდესაც სტუმრად 5:0 გაანადგურა. ინგლისში „წითელმა ეშმაკებმა“ მოკრძაბულად იმარჯვეს 2:1 და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
დღეს დარჩენილი ოთხი მერვედფინალური მატჩია დაგეგმილი: „ლევერკუზენი“ – „რეინჯერსი“, „სევილია“ – „რომა“, „ბაზელი“ – „აინტრახტი“, „ვულვზი“ – „ოლიმპიაკოსი“.
„კოპენჰაგენი“ – „ბაშაკშეჰირი“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვინდი (4), 2:0 ვინდი (53, პენ), 3:0 ფალკი (62)
„შახტარი“ – „ვილფსბურგი“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 მორაეში (89), 2:0 სოლომონი (90), 3:0 მორაეში (90)
„ინტერი“ – „ხეტაფე“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლუკაკუ (33), 2:0 ერიკსენი (83)
„მანჩესტერი“ – „ლასკი“ 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 ვეისინგერი (55), 1:1 ლინგარდი (57), 2:1 მარსიალი (88)