ფეხბურთი

0:41 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნათან აკე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს და ნათან აკე დაიმატა. „ქალაქელთა“ ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, აკეს სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტიმ“ 41 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

აკე გასულ სეზონში „ბორნმუთის“ ღირსებას იცავდა და 30 მატჩში 2 გოლთან ერთად 2 საგოლე პასიც მიითვალა. შეგახსენებთ, გუშინ "მანჩესტერ სიტიმ" ფერან ტორესის ტრანსფერიც დაადასტურა.

0.116703