ფეხბურთი

22:55 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ გომესმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა

ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ანხელ გომესმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა და კლუბს მადლობა გადაუხადა.

გომესი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ლილს" შეუერთდა, ხოლო ფრანგებმა ერთი სეზონით პორტუგალიურ გუნდ "ბოავიშტაში" გაანათხოვრეს. ანხელი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდშიც უწევდა ხოლმე თამაში. ფეხბურთელს ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების გარდა ყველა ასაკობრივი გუნდის მაისურით აქვს ნათამაშები.

0.113741