იტალიელი ფეხბურთელი ჯაკომო ბონავენტურა "მილანს" დაემშვიდობა. აღნიშნული ინფორმაცია ნახევარმცველმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა და კლუბს მადლობა გადაუხადა. ბონავენტურას ოფიციალურად კონტრაქტი აგვისტოს ბოლოს დაუსრულდება და თავისუფალი აგენტი გახდება.
ჯაკომო "ატალანტას" აკადემიის აღზრდილია და "მილანში" 2014 წელს გადავიდა, ხოლო მის სანაცვლოდ ბერგამოელებმა 5.3 მილიონი ევრო მიიღეს. ექვსი სეზონის განმავლობაში ბონავენტურამ 184 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2017 წელს ბონავენტურამ იტალიის სუპერთასი მოიგო.