ფეხბურთი

14:19 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ ორიე "მილანში" გადასვლაზე თანახმაა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა სერჟ ორიემ „მილანში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „როსონერიმ“ ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღო, „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკება დაიწყო.

ინგლისური კლუბი კოტ დივუარელი მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. „მილანი“ კი აფრიკელის შეძენამდე იძულებულია ორი მარჯვენა მცველიდან (დავიდე კალაბრია ან ანდრეა კონტი) ერთ-ერთი გაყიდოს.

ორიე „ტოტენჰემში“ 2017 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში პრემიერლიგაში 33-ჯერ ითამაშა (1 გოლი, 5 საგოლე პასი). სერჟს სხვადასხვა დროს „ლანსის“, „ტულუზასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში უთამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115491