თამაშგარე

11:58 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩიჩი ცოლის ღალატმა დეპრესიაში ჩააგდო

ბოლო სამი წელია, იტალიური საფეხბურთო კლუბი “ატალანტა“ მთელს მსოფლიოს აოცებს და იტალიის ეროვნულ პირველობაში წარმატებულ გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებულ გარჯას უხამებს. ეს გასახარი ამბავია, თუმცა ბერგამოელთა ერთ-ერთ ლიდერსა და მეგოლეს, ბოსნია-ჰერცოგოვინელ იოსიფ ილიჩიჩს საზეიმოდ ნამდვილად არა აქვს საქმე.

ილიჩიჩს საკუთარმა ცოლმა, ტინა პოლოვინამ უღალატა და ამის გამო ფეხბურთელი ისეთ საშინელ დეპრესიაშია ჩავარდნილი, რომ საერთოდ მიატოვა კლუბი, არ წაჰყვა ბერგამოელებს ჩემპიონთა ლიგისაწინა შეკრებაზე, გაემგზავრა მის საშობლოში და ახლა დიდ ჭმუნვასაა მიცემული.

ევროპის “ყვითელი“ გამოცემები წერენ, რომ იოსიფმა ცოლის ღალატი საკუთარი თვალით იხილა, როდესაც სახლში ადრე დაბრუნებულმა ტინასთან მოკოტრიალე საყვარელი იხილა. ბოსნიელ მობურთალს ამ ქალთან ორი შვილი ყავს და ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახიც ქონდათ, მაგრამ ერთმა კარის შეჭრიალებამ მათი ცხოვრებაც არია და ილიჩიჩის სპორტულ მომავალსაც საფრთხე შეუქმნა.

0.13303