არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ოსკარი რუჯერიმ „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე გააკრიტიკა. სამხრეთ ამერიკელი მიიჩნევს, რომ, პიკე „ვალენსიაში“ რომ თამაშობდეს, ცნობილი არ იქნებოდა.
„პიკე მეორე კატეგორიის მოთამაშე, როგორც მე ვიყავი და კიდევ ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ფიზიკურად კარგად გამოიყურება, ლამაზი წვერი აქვს. ცნობილი მეუღლე ჰყავს, მაგრამ თუ „ვალენსიაში“ ითამაშებდა, თვითონ ცნობილი არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონაში“ თამაშობს, საშუალოდ დონის ფეხბურთელია, კარგი მცველი და მეტი არაფერი“, - თქვა რუჯერიმ.
შეგახსენებთ, რომ პიკეს „ბარსელონას“ გარდა კარიერის დასაწყისში „სარაგოსასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია.