ფეხბურთი

22:53 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურას" გამარჯვებათა სერია დასრულდა

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში უდანაკარგი გუნდი აღარ დარჩა. ასეთი ქობულეთის „შუქურა“ იყო, მაგრამ მე-6 ტურში „რუსთავთან“ გამარჯვება ვეღარ მოახერხა. არადა, ძალიან ახლოს იყო აჭარული გუნდი მორიგ 3 ქულასთან.

61-ე წუთზე ჯერალდომ ანგარიში გახსნა და ქობულეთელები თითქმის საფინალო სასტვეამდე ინარჩუნებდნენ უპირატესობას. მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე „რუსთავმა“ პენალტით გაათანაბრა. „შუქურას“ 16 ქულა აქვს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს, „რუსთავს“ კი არც ისე კარგი სეზონი აქვს - 6 ტურში 7 ქულა.

თბილისის „შევარდენმა“ „დინამო ზუგდიდი“ 3:1 დაამარცხა. ორივე გუნდს ამ ტურამდე მხოლოდ 3-3 ქულა ჰქონდა და ცხადია, ამ მატჩის ფასი დიდი იყო. წარმატებას მასპინძლებმა მიაღწიეს, ხოლო ზუგდიდლები 6 ტურის თავზე ისევ მოუგებლად არიან და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე.

„რუსთავი“ – „შუქურა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჯერალდო (61), 1:1 ტაბატაძე (90, პენ)

„შევარდენი“ – „დინამო ზუგდიდი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 კობერიძე (30), 2:0 სამუშია (53), 3:0 კობერიძე (65), 3:1 სიჭინავა (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122021