იტალიის სერია A-ში აწ დასრულებული სეზონი შეაჯამეს და საერთო სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუკეთესო ფეხბურთელად პაულო დიბალა დასახელდა. „იუვენტუსის“ არგენტინელი შემტევის გარდა კიდევ 5 ფეხბურთელი აღიარეს საუკეთესოდ, ოღონდ პოზიციების მიხედვით.
სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები:
საუკეთესო მეკარე
ვოიცეხ შჩენი („იუვენტუსი“)
საუკეთესო მცველი
სტეფან დე ვრეი („ინტერი“)
საუკეთესო ნახევარმცველი
ალეხანდრო (პაპუ) გომესი („ატალანტა“)
საუკეთესო თავდამსხმელი
ჩირო იმობილე („ლაციო“)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
დეიან კულუსევსკი („პარმა“)
საუკეთესო ფეხბურთელი
პაულო დიბალა („იუვენტუსი“)
როგორც ხედავთ, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ლიგის მონაცემებით გამარჯვებული ვერცერთ ნომინაციაში ვერ გახდა და ჯილდოს გარეშე დარჩა.