ჩოგბურთი

18:17 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცინცინატის ტურნირმა ენდი მარის უაილდ ქარდი მისცა

ცინცინატის მასტერსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ტურნირის ორგზის ჩემპიონს, ბრიტანელ ენდი მარის უაილდ ქარდი მიენიჭა, რაც რეიტინგის 129-ე ნომერს, შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას აძლევს. 33 წლის მარისთვის ეს მიმდინარე წელს ATP-ს პირველი ტურნირი იქნება.

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უასპარეზია. მაშინ მან ანტვერპენის ტურნირი მოიგო, რომლის ფინალშიც შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაამარცხა. მაგრამ თეძოს ტრავმის გამო, ამ სეზონში ATP-ს ტურზე არ უთამაშია.

ახლახანს მარიმ მონაწილეობა მისი ძმის, ჯეიმი მარის მიერ ორგანიზებულ, ბრიტანელ ჩოგბურთელთა საჩვენებელ ტურნირში მიიღო. ცინცინატის ტურნირზე, რომელიც ამჯერად ნიუ იორკის ფლეშინგ მედოუსზე გაიმართება, მარის გარდა ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალიც ითამაშებენ.

ცინცინატის „ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენზე“ მარის გამოსვლა ზრდის იმის შანსს, რომ ბრიტანლი ჩოგბურთელი აშშ-ის ღია პირველობაზეც გამოვა. ტურნირი 20-28 აგვისტოს გაიმარეთება, 31 აგვისტოს კი სტარტს აშშ-ის ღია აიღებს.

0.114728