ფეხბურთი

17:23 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი ლისაბონის „ბენფიკას“ უახლოვდება. A Bola-ს ცნობით, „მატადორი“ და პორტუგალიური გრანდი საბოლოო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

კავანი „ბენფიკას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და „არწივების“ რიგებში წლიური გასამრჯელოს სახით 2.5 მილიონი ევროს მიიღებს, რასაც პრემიებიც დაემატება. კავანის ლისაბონელთა პროექტი ხიბლავს, რომლის მიხედვით მთავარი გმირი თავად უნდა იყოს.

კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა და პარიზულ გუნდს 7 წლის შემდეგ ტოვებს. 33 წლის ფეხბურთელმა მანამდე სახელი იტალიაში, „პალერმოსა“ და „ნაპოლიში“ გაითქვა.

0.109082