ფეხბურთი

16:09 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კასილიასმა კარიერა დაასრულა

იკერ კასილიასმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ესპანელმა ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელიდან ამცნო.

კასილიასმა 2019 წლის მაისში ინფარქტი გადაიტანა, რის გამოც თამაში ვეღარ მოახერხა. მან ბოლო მატჩი ხსენებული წლის აპრილში ჩაატარა.

იკერი 2015 წლიდან „პორტუს“ კარს იცავდა, მაგრამ მისი კარიერის ოქროს წლები მადრიდის „რეალს“ უკავშირდება, რომელთაც ერთად ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრებში ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთხელ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

0.120428