ფეხბურთი

11:19 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი: „ლიონი“ მშიერი გუნდია, არ გვეშინია „იუვენტუსის“

ლიონის თავდამსხმელი, მემფის დეპაი, ჟურნალისტებს ესაუბრა და „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის თაობაზე გაუზიარა აზრი. შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება ტურინში. პირველი ჯახი კი ფრანგული კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

„პირველ მატჩში „ლიონის“ გუნდური სული დავინახე და ძალიან გამიხარდა. „იუვენტუსს“ მაშინ კარგად არ უთამაშია, მაგრამ მას მერე დრო გავიდა. ბოლო დროს, ჩვენთან შედარებით, მათ გაცილებით მეტი მატჩები ჩაატარეს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ.

ამ სიტუაციაში, ახალი გრაფკით, ნებისმიერს შეუძლია ლიგის მოგება. ყველა შეხვედრის ბედი ხომ თითო მატჩში გადაწყდება. „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ევროთასებზე გამოსვლის დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენთან პირიქით, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც ასეთ წნეხს ჩვეულნი არ არიან. ვნახოთ. ერთი ვიცი, რომ მშიერი გუნდი გვყვავს და მეტოქის არ გვეშინია.“ - ციტირებს დეპაის სიყვებს უეფას პრესსამსახური.

0.116731