ფეხბურთი

23:44 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

Lega Calcio-მ სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი შეადგინა და უკვე ცნობილია როდის დაწყება ახალი ჩემპიონატი.

სერია A სტარტს მიმდინარე წლის 19 სექტემბერს აიღებს და 2021 წლის 23 მაისს დასრულდება. როგორც ხედავთ გრაფიკი შემჭიდროვდა, ამიტომაც გუნდები ზამთრის, ე.წ საშობაო პაუზაზე ნაკლებს დაისვენებენ, ვიდრე ჩვეულებრივ და 3 იანვარს უკვე მორიგი ტური გაიმართება.

გარდა ამისა, კალენდარი მორგებულია ევროთასების კალენდარზე, რომ მონაწილე იტალიურ გუნდებს ხელი არ შეეშალოთ.

შეგახსენებთ, სერია A-ს აწ უკვე გასული სეზონი ახლახან დასრულდა და ჩემპიონი კვლავინდებურად ტურინის „იუვენტუსი“ გახდა.

თეგებისერია A
0.113139