ფეხბურთი

21:14 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" სანჩოს ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „დორტმუნდთან“ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, კლუბი და ფეხბურთელი უკვე შეთანხმდნენ.

სანჩო ინგლისურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ცხადია მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები კლუბებს შორის საბოლოოდ წარმატებით დასრულდება.

სანჩოს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა და ბუნდესლიგაში 32 შეხვედრაში 17 გოლთან ერთად 16 საგოლე პასიც მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111385