ფეხბურთი

18:00 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" აკადემიის სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა

თბილისის „საბურთალოს“ ხელმძღვანელობამ გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი დღეს ოფიციალურად გახსნა. იოსებიძის ქუჩაზე მდებარე სპორტული კომპლექსის ერთ-ერთ სტადიონს სწორედ „შაქარას“ სახელი მიენიჭა.

გარდა ამისა, კლუბის პრეზიდნეტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ ბავშვებს სპეციალურად დამზადებული შაქარაშვილის 21-ნომრიანი მაისურები სამახსოვროდ გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ აკადემიის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს.

0.126648