ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი იყო.
როგორც გაირკვა, ჩვენებურმა 122 დრიბლინგიდან 74 წარმატებით დაასრულა (61%) და ეს ჩემპიონატში მე-5 შედეგი გამოდგა.
ზურიკოს მხოლოდ აირტონმა (61%), ოდისე როშიმ (62%), ჟოაო მარიომ (63%) და ნიკოლა ვლაშიჩმა (63%) აჯობეს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დავითაშვილმა 26 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.