ფეხბურთი

13:47 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" დიბალა დაუბრუნდა

„იუვენტუსს“ პაულო დიბალა დაუბრუნდა. იტალიური მედიის ცნობით, ექიმებმა არგენტინელს ვარჯიშის უფლება მისცეს და „ლიონთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო.

დიბალა ერთი კვირის წინ დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისი თამაში საეჭვო გახლდათ, ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას, მაგრამ ფაქტი, რომ ვარჯიში განაახლა, ტურინელთა ბანაკში იმედს სახავს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. პირველი მატჩი საფრანგეთში, ფრანგებს 1:0 აქვთ მოგებული.

0.129654