იტალიის სერია A-ს 38-ე ტური და შესაბამისად 2019-2020 წლების სეზონი დასრულდა. ბოლო სათამაშო დღეს 5 მატჩი გაიმართა და მხოლოდ ორს ჰქონდა სატურნირო დატვირთვა. ირკვეოდა ერთადერთი საკითხი - ვინ გავარდებოდა სერია B-ში.
„ჯენოა“ „ლეჩეს“ 1 ქულით უსწრებდა და უმოტივაციო „ვერონას“ მასპინძლობდა, ხოლო პულიელები შინ „პარმას“ დაუხვდნენ.
დრამატული ბრძოლა არ შედგა. „ჯენოამ“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა საკითხი მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. პარალელურად, „ლეჩე“ „პარმასთან“ (3:4) დამარცხდა და დაქვეითდა.
ამრიგად, ყველა ვერდიქტი ცნობილია: ჩემპიონი - „იუვენტუსი“, ჩემპიონთა ლიგის საგზური - „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ატალანტა“ და „ლაციო“. ევროპა ლიგის საგზური - „რომა“, „მილანი“ და „ნაპოლი“. სერია B-ში გავარდნენ - „ლეჩე“, „ბრეშა“ და „სპალი“.
„სპალი“ – „ფიორენტინა“ 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 დანკანი (30), 1:1 დ’ალესანდრო (39), 1:2 კუამე (89), 1:3 პულგარი (90, პენ)
„ბოლონია“ – „ტორინო“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 სვანბერგი (18), 1:1 ძაძა (67)
„ჯენოა“ – „ვერონა“ 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 სანაბრია (13), 2:0 სანაბრია (25), 3:0 რომერო (44)
„ლეჩე“ – „ლაციო“ 3:4 (2:2)
გოლები: 0:1 ლუჩიონი (11, ა.გ), 0:2 კაპრარი (24), 1:2 ბარაკი (40), 2:2 მეჩერიელო (45), 2:3 კორნელიუსი (52), 2:4 ინგლეზე (66), 3:4 ლაპადულა (68)
„სასუოლო“ – „უდინეზე“ 3:4 (0:0)
გოლები: 0:1 ოკაკა ჩუკა (53)