ავტოსპორტი

22:21 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა სილვერსტოუნზე სამი ბორბლით მოიგო

ლუის ჰამილტონმა საშინაო რბოლა - ბრიტანეთის დიდი პრიზი, სამი ბორბლით მოიგო. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს არ გაუმართლა, როცა ბოლო წრეზე წასულს, წინა მარცხენა ბორბალმა უმტყუნა. და ძალიან გაუმართლა, რომ სანამ ეს მოხდებოდა, მისმა უახლოეს მდევარ მაქს ფერსტაპენს ბოქსში საბურავების შესაცვლელად უხმეს, რათა უსწრაფესი წრე დაეფიქსირებინა და ერთი ქულა აეღო.

საბოლოოდ, ისინი ფინიშზე დაახლოებით ექვსმა წამმა დააშორა. ჰამილტონმა ამ სეზონში მესამე, კარეიერაში კი 87-ე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჩემპიონატში ლიდერის პოზიცია, 30-ქულიანი უპირატესობით გაიმყარა. ფერსტაპენი კი მეორე ადგილითაც კმაყოფილი დარჩა.

„ბოლო წრეზე ასეთი რამ, ადრე არასდროს შემმთხვევია. რადიოთი შევიტყვე, რომ ვალტერის საბურავი დაუზიანდა და მეც მაშინვე ჩემს საბურავებს გავხედე და თითქოს, საშიში არაფერი ჩანდა. მაინც ბოლო წრეებზე ოდნავ ტემპი დავაგდე. მაგრამ ბოლოს მაინც ასე მოხდა. ვლოცულობდი, რომ ცოტა ხანს მაინც გაეძლო და ფინიშამდე მივეყვანე. ბოლო რამდენიმე მოსახვევი ძლივს გავიარე. მადლობა ღმერთს, რომ მივაღწიე“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა.

ჰამილტონისგან განსხვავებით, არ გაუმართლა მის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს, ვისაც წინა მარცხენა საბურავი, ფინიშამდე ორი წრით ადრე დაუზიანდა. თან ასეთი საბურავით, თითქმის მთელი წრის გავლამ მოუწია. მისი გამოცვლა კი შეძლეს, მაგრამ ფინელმა რბოლა ათეულს მიღმა დაასრულა და ქულა ვერ მიიღო. თუმცა ამის მიუხედავად, კლასიფიკაციაში მეორე ადგილი შეინარჩუნა.

მომდევნო ეტაპი, ფ1-ის 70-წლიანი იუბილეს დიდი პრიზი, სილვერსტოუნზევე, ერთ კვირაში გაიმართება.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცა 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:28'01.283
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 5.856
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 18.474
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 19.650
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 22.277
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 26.937
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 31.188
  8. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 32.670
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 37.311
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 41.857
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 42.167
  12. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 52.004
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 53.370
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 54.205
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 54.549
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 55.050
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  18. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 42 წრე
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 52 წრე
  20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) სტარტი არ აუღია

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:27.097 (52-ე წრე, 243.494 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 88 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 58; 3. მაქს ფერსტაპენი - 52; 4. ლანდო ნორისი - 36; 5. შარლ ლეკლერი - 33; 6. ალექს ალბონი - 26; 7. სერხიო პერესი - 22; 8-9. ლანს სტროლი და დანიელ რიკარდო - 20; 10. კარლოს საინსი - 15; 11-12. ესტებან ოკონი და პიერ გასლი - 12; 13. სებასტიან ფეტელი - 10; 14. ანტონიო ჯოვინაცი - 2; 15. დანიილ კვიატი და 16. კევინ მაგნუსენი - 1; 17-20. ნიკოლას ლატიფი, კიმი რაიკონენი, ჯორჯ რასელი და რომენ გროჟანი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 121 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 55; 3. მაკლარენ-რენო - 41; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 40; 5. ფერარი - 27; 6. რენო - 12; 7. ალფატაური-ჰონდა - 7; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9. ჰაას-ფერარი - 1; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099063