ფეხბურთი

21:14 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დეიან ლოვრენი "ზენიტის" ფეხბურთელია

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი დეიან ლოვრენი კარიერას სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელი რუსეთში უკვე ჩავიდა და კონტრაქტი გააფორმა.

ლოვრენი ბოლო 6 სეზონის განმავლობაში „ლივერპულში“ თამაშობდა და 185 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

მანამდე ლოვრენმა სახელი „საუთჰემპტონსა“ და ფრანგულ „ლიონში“ თამაშით გაითქვა.

0.111336