მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სანდრო ვაგნერმა კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.
„მადლობას ვუხდი ფეხბურთს იმ ნათელი ცხოვრებისთვის, რომლითაც ცხოვრების საშუალება მომცა. ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ვოცნებობდი, ბუნდესლიგის ბევრ კლუბში ვითამაშე. სექტემბრიდან სამწვრთნელო კურსების დაწყება გადავწყვიტე და მომდევნო ზაფხულში ფეხბურთს ახალი შესაძლებლობებით დავუბრუნდები“, - თქვა ვაგნერმა.
სანდრო ვაგნერმა კარიერის განმავლობაში „ბაიერნის“, „დუისბურგის“, „ვერდერის“, „კაიზერსლაუტერნის“, „ჰერტას“, „დარმშტადტის“, „ჰოფენჰაიმის“ და „ტიანჯინ ტედას“ ღირსებას იცავდა. გერმანიის ნაკრებში კი 8 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 2017 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ვაგნერი გერმანიის ნაკრების რიგით მესამე ყოფილი ფეხბურთელი გახდა ბენედიქტ ჰიოვედესისა და ანდრე შურლეს შემდეგ, ვინც კარიერა დაასრულა.