ფეხბურთი

19:13 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ"

მაურისიო პოჩეტინო ახალი სამსახურის ძიებაშია. როგორც არგენტინელმა განაცხადა, მზადაა ნებისმიერ საინტერესო წინადადებას დათანხმდეს, რადგან ფეხბურთი ენატრება.

„მუშაობის სურვილი არასდროს დამიკარგავს. სამუშაოს დასრულების მეორე დღესვე მინდოდა ფეხბურთის წინაშე ყოფნა. მინდა ვიპოვო კლუბი პრეზიდენტით, რომელსაც წარმატების სურვილი ექნება. როდესაც ასეთ შეთავაზებას მივიღებ, თანხმობას ვიტყვი.

პრემიერლიგას კომერციული უპირატესობები აქვს, მაგრამ ლა ლიგა, სერია A, ლიგა 1 და ბუნდესლიგაც ძლიერი ლიგებია. პრემიერლიგას კარგად შევეჩვიე, მაგრამ ღია ვარ ახალი გამოწვევებისთვისაც“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, არგენტინელი სპეციალისტი ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გასული წლის ზამთარში დაითხოვეს და მას შემდეგ უგუნდოდაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112817