ლონდონის „ჩელსიმ“ კეპა არიზაბალაგას შემცვლელს „ბარნლიში“ მიაგნო. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფრენკ ლამპარდმა მეკარის პოზიციაზე ნიკ პოუპი შეარჩია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.
28 წლის მეკარემ 2019-2020 წლების სეზონში 38 მატჩიდან 15-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და გრანდების ინტერესი მიიპყრო. დასახელდა სატრანსფერო თანხაც - 55 მილიონი ევრო.
რაც შეეხება კეპას, ესპანელის თამაშით ლამპარდი სეზონის განმავლობაში არაერთხელ დარჩა უკმაყოფილო და რამდენჯერმე სათადარიგო სკამზეც დატოვა. ორი წლის წინ „ჩელსიმ“ კეპას სანაცვლოდ ბილბაოს „ატლეტიკს“ 80 მილიონი ევრო გადაუხადა.