კალათბურთი

15:15 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა NBA-ს დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა

ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მამუკელაშვილმა ეს გადაწყვეტილება გამოცდილების მიღების მიზნით ახსნა და ფიქრობს, რომ თუ მომდევნო სეზონსაც „სეტონ ჰოლში“ გაატარებს, NBA-ს კლუბები გაისად პირველ რაუნდშიც აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი სტუდენტურ ლიგაში (NCAA) თამაშობს და „სეტონ ჰოლის“ ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117112