ფეხბურთი

10:27 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის რეკორდი სერია A-ში

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს რეკორდი დაამყარა და ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

ზლატანი „როსონერის“ იანვარში შეუერთდა და მხოლოდ 18 თამაში ჩაატარა, მაგრამ 10 გოლის გატანა მოასწრო და ეს ყველაფერი 38 წლისა და 302 დღის ასაკში. შედეგად, სკანდინავიელმა სილვიო პიოლას რეკორდი დაამხო.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები, რომლებმაც სერია A-ში მინიმუმ 10 გოლი გაიტანეს:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (38 წლის და 302 დღის)

სილვიო პიოლა (38 წლის და 127 დღის)

პიეტრო ფერარისი (38 წლის და 103 დღის)

ლუკა ტონი (37 წლის და 279 დღის)

ფაბიო კუალიარელა (37 წლის და 162 დღის)

0.114685