„პორტუმ“ 2019-2020 წლების სეზონი დუბლით დაასრულა და პორტუგალიის ჩემპიონობის შემდეგ თასის მოგებაც მოახერხა.
„დრაკონებმა“ ფინალში ლისაბონის „ბენფიკას“ აჯობეს დაძაბულ ბრძოლაში - 2:1. მატჩის გმირი კი შანსელ მბემბა გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე დუბლი შეასრულა. მართალია „არწივებმა“ მატჩის მიწურულს ვინისიუსის პენალტით ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვერაფერი გააწყვეს და მარცხი განიცადეს.
„პორტუმა“ 2011 წლის შემდეგ პირველად შეძლო პორტუგალიის თასის მოგება, ისტორიაში კი მე-17-ედ.