სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ახალწვეულმა მცველმა, დეიან ლოვრენმა, თავისი ტვიტერის გვერდზე სავარჯიშო დარბაზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თავის მეგობარს, „ლივერპულის“ შემტევ მოჰამედ სალაჰს მიმართა, „სად ხარ მო?“ პასუხად ეგვიპტელმაც გაიხუმრა - „დამელოდე, მოვდივარ.“
ლოვრენმა „ლივერპულის“ დატოვებისას განახცადა, რომ განსაკუთრებით გაუჭირდებოდა სალაჰთან განშორება, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარია.