ფეხბურთი

21:51 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ალკანტარაში 30 მილიონს იხდის

„პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველით, ტიაგო ალკანტარათი დაინტერესდა. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები მზად არიან 30 წლის ესპანელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ - გვამცნობს Le10sport.com.

„ბაიერნის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბი ალკანტარას ვერ მოელაპარაკა კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, რომელსაც ყავლი 2021 წლის 30 ივნისს გასდის. ამიტომ, თუ სარფიან წინადადებას მიიღებენ, გაყიდვის წინააღმდეგნი არ იქნებიან.

ალკანტარას შძენა „ლივერპულსაც“ სურს. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, პირადად ყოფილა ამ ტრანსფერით დაინტერესებული.

0.115909