ფეხბურთი

20:49 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ სერხი რობერტოს გადაბირებას ცდილობს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა „ბარსელონას“ მარჯვენა მცველით, სერხი რობერტოთი დაინტერესდა და 28 წლის ფეხბურთელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება“ - გვამცნობს Sport.es.

„ქალაქელებმა“ იციან, რომ კატალონიელები რობერტოში სოლიდურ თანხას მოითხოვენ, მაგრამ უკან დახევას არ აპირებენ. გარიგებაში შესაძლოა, ცენტრალური მცველი, ერიკ გარსიაც ჩართონ, რომელსაც კატალონიურ კლუბში დაბრუნება სურს.

„სიტი“ მოლაპარაკებებს ჩემპიონთა ლიგის დამთავრების შემდეგ გაააქტიურებს.

სერხის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევროა, ხოლო „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117188