„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დი ლაურენტისმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა ცენტრალური მცველი, კალიდუ კულიბალი გაყიდოს - გვამცნობს Sky Italia.
ოღონდ ნეაპოლელებს ერთი პირობა აქვთ, სენეგალელში მათ მინიმუმ 90 მილიონი ევროს მიღება სურთ. მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკების დაწყებას.
წყაროს მტკიცებით, საინტერესოა, რომ ოფიციალური წინადადებით, კულიბალის თაობაზე, ნეაპოლელთათვის ჯერ არავის მიუმართავს.