ფეხბურთი

15:56 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩირო იმობილემ "ოქროს ბუცი" მოიგო

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ „ოქროს ბუცი“ მოიგო. ეს ამბავი მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს ბოლო ტურში „რომასთან“ არ ითამაშებს.

პორტუგალიელი სამატჩო განაცხადში არაა და შესაბამისად, იმობილესთან 4-გოლიან ჩამორჩენას ვერანაირად ვერ აღმოფხვრის.

ჩირომ კი 2019-2020 წლების სეზონში 36 მატჩში 35 გოლის გატანა შეძლო და ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო. „ლაციოს“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკის 1 გოლით აჯობა, თუმცა იმობლეს ერთი თამაში კიდევ აქვს ჩასატარებელი.

ის მესამე იტალიელია ლუკა ტონისა (31 გოლი 2006 წელს) და ფრანჩესკო ტოტის შემდეგ (26 გოლი 2007 წელს) ვინც „ოქროს ბუცი“ მოიგო.

0.115401