ფეხბურთი

13:16 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

კამერუნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტეფენ ტატაუ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ტატაუს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

სტეფენ ტატაუს ევროპულ კლუბებში არასდროს უთამაშია, კარიერა კი 1996 წელს იაპონურ „ტოსუში“ დაასრულა. კამერუნის ნაკრებში მან 1986-1994 წლებში 63 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 1990 წლის მუნდიალზე მისი კაპიტნობით კამერუნელები მეოთხედფინალში გავიდა.

0.127125