სხვა

12:00 | 1.08.2020 | ნანახია 0 - ჯერ

ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა მოიგო! (+VIDEO)

ივლისის ბაშოზე ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო ლევან გორგაძემ. ქართველმა სუმოისტმა მსგავსი შედეგი ზაფხულის სუპერტურნირზე უკვე მეორედ დააფიქსირა.

ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფიჯის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება უვატედაშინაგის ილეთით მოახერხა.

შეტაკებისთანავე ლევანმა უპირატესობა მოიპოვა და 28 წლის მეტოქე ძალიან ადვილად დააგდო დოჰიოზე.

ეს აღნიშნული წყვლის მე-8 დაპირისპირება იყო და ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი გაიმყარა - 5 მოგება და 3 მარცხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მათგანს მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსი უკვე განაღდებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, გორგაძეს 9 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და ივლისის ბაშოს დასრულებამდე მხოლოდ 1 ბრძოლა დარჩა ჩასატარებელი და მისი მიზანი 10 გამარჯვების მოპოვება იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ლიდერებს: ამ დროისთვის კვლავ ტერენოფუჯი ლიდერობს, რომელსაც კვალში ასანოიამა უდას, თუმცა, დღევანდელი ორთაბრძოლები ჯერ არცერთ მათგანს ჩაუტარებია.

ტოჩის ბოლო მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063304
სარეკლამო ადგილი - 99
X x X