ფეხბურთი

22:06 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი ჰავერცის ტრანსფერზე: "შემოთავაზება არ მიგვიღია"

"ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა სიმონ როლფესმა კაი ჰავერცის ტრანსფერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსურველი კლუბები არსებობენ, თუმცა ოფიციალური შემოთავაზება "ფარმაცევტებს" ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰავერცი ფაქტობრივად შეთანხმებულია ლონდონის "ჩელსისთან" და მისი ტრანსფერი ინგლისურ კლუბში დროის საკითხია. მედიის ცნობით, კაის სანაცვლოდ "არისტოკრატები" 70 მილიონი გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან.

"ჯერჯერობით არ მიგვიღია შემოთავაზება. ვიცით, რომ ინტერესი არსებობს, მაგრამ ოფიციალური შემოთავაზება არაა. რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ სეზონს ამჟამინდელი შემადგენლობით დავასრულებთ და ჰავერცი ჩვენთან ერთად იქნება." - განუცხადა როლფესმა Sky Germany-ის.

"ლევერკუზენისთვის " სეზონი არ დამთავრებულა. გერმანულ გუნდს მმდევნო მატჩი ევროპა ლიგაზე ელის, სადაც მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას "რეინჯერსთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111735