ფეხბურთი

20:14 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰიოვედესმა საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ბენედიქტ ჰიოვედესმა საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ჰიოვედესმა Der Spiegel-თან საუბრისას დაადასტურა.

ბენედიქტმა კარიერა "ჰალტენის" აკადემიაში დაიწყო და "შალკეში" 2001 წელს გადავიდა. პირველ გუნდში ჰიოვედესი 2007 წელს დააწინაურეს და გერმანული გუნდის მაისურით 10 წელი ითამაშა - ამ ხნის განმავლობაში კი 335 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. "შალკეს" გარდა მცველი "იუვენტუსსა" და ბოლოს მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა.

ჰიოვედესი გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა და ეროვნულ გუნდში 2011 წელს გამოიძახეს. "ბუნდესნაკრების" რიგებში ბენედიქტმა 44 შეხვედრა ჩაატარა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.11731