ფეხბურთი

15:20 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბორნმუთი“ აკეს „სიტიში“ 40 მილიონად გაყიდვას დათანხმდა

„ბორნმუთის“ მცველი, ნათან აკე, დიდი ალბათობით, კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. The Athletic-ის ჟურნალისტმა, პიტერ რატცლერმა, თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ „ალუბლები“ დათანხმდნენ „ქალაქელების“ შეთავაზებას და 25 წლის ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. სატრანსფერო ფასი 40 მილიონი გირვანქაა, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, 41 მილიონამდე გაიზარდოს.

ბრიტანული მედია კი აღნიშნავს, რომ „მეორე გულიტის“ გადაბირება მის უწინდელ კლუბს, „ჩელსისაც“ სურს.

აკე „ბორნმუთის“ ღირესბას 2016 წლიდან იცავს. თავიდან „ჩელსიდან“ იჯარით დაგაიყვანეს, შემდეგ კი „ალუბლებმა“ ის გამოისყიდეს. პრემიერლიგის წლევანდელი შედეგების მიხედვით, „ბორნმუთმა“ მე-18 ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

0.119097