თამაშგარე

14:02 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს თქმით ოღარშობა დასრულდა

დიდი სტატისტიკოსობა ნამდვილად არ სჭირდება იმის გამოთვლას, რომ ამჟამად იტალიაში მობურთალი პორტუგალიელი ვარკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მუდმივად ცვალებადი, მრავალფეროვანი ცხოვრების მოყვარულია და ცოლებსა თუ გულისსწორებს საშუალოდ ხუთ წელიწადში ერთხელ იცვლის.

ეს მხოლოდ ოფიციალურად ვინც ვიცით, რომ რონალდუს ცოლად ყავდა ან ესაყვარლებოდა, თორემ ისე, კაცი ვერ გაიგებს ზუსტად რამდენთან იოღრაშა და იტორღიალა. სწორედ ამიტომაც, კრიშტიანუ იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში ამტკიცებს, რომ მისი ამჟამინდელი ცოლი - ჯორჯინა როდრიგესი ცხოვრების “ბოლო გაჩერებაა“ და “ქალთა შესწავლის ეპოქა“ საბოლოოდ დაასრულა.

სხვათა შორის, რონალდუს მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია და სრული თავდაჯერებით ამტკიცებდა, რომ რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი მისი ცხოვრების ერთადერთი და საბოლოო სიყვარული იყო. მერე კი რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით. ერთი სიტყვით, ვნახოთ ბატონო, ვნახოთ...

0.154392