ფეხბურთი

12:20 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ბენჯამინ ბატონი ვარ, ასაკი მაკლდება"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „სამპდორიასთან“ დუბლი შეასრულა (საგოლე პასიც მიითვალა). სკანდინავიელი ფეხბურთელის განცხადებით, მას ასაკი არ ემატება, პირიქით, ახალგაზრდავდება.

„როდესაც გოლს იტან, ეს ყოველთვის დადებითად მოქმედებს, გუნდს ვეხმარები. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ, გოლების გატანის ძალა მაქვს. ისინი ამბობენ, რომ ბებერი და დაღლილი ვარ, მაგრამ ახლა მე მხოლოდ ვხურდები.

მე ბენჯამინ ბატონივით ვარ, არასდროს ვბერდები, პირიქით, ყოველთვის ახალგაზრდული ასაკი მემატება“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ იანვარში შეუერთდა და 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა (9 სერია A-ში, 1 იტალიის თასზე). გავრცელებული ცნობით, შვედი იტალიურ გრანდთან კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს.

0.107688