ფეხბურთი

11:22 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიამ" სერია A-ს ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა

„ბოლონიამ“ სერია A-ს ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა ზედიზედ 32 მატჩში გოლი გაუშვა და როგორც Opta იტყობინება, მსგავსი ცუდი სერია იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში არავის ჰქონია.

„ბოლონიამ“ მე-6 ტურში „უდინეზესთან“ გაუშვა გოლი (0:1) და 37-ე ტურში „ფიორენტინასთან“ 0:4 წააგო. ამ პერიოდში „როსობლუს“ კარი მშრალად არ შეუნახავს.

ბოლოს ბოლონიელთა კარი ხელუხლებელი 2019 წლის 25 სექტემბერს დარჩა, როდესაც მეხუთე ტურში „ჯენოას“ დაუზავდა (0:0). საერთოდ, მიხაილოვიჩის გუნდმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ შეძლო, რომ გოლი არ გაეშვა („ჯენოამდე“, მეორე ტურში „სპალთან“).

0.114149