ჩოგბურთი

3:10 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი, ნადალი და სერენა აშშ-ის ღიასთვის ცინცინატის ტურნირზე გახურდებიან

ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი, აშშ-ის ღია პირველობისთვის, ცინცინატის ტურნირზე გამოსვლით გახურდებიან. მასტერსის ტურნირი ამჯერად ნიუ იორკში, ფლეშინგ მედოუსის კორტებზე გაიმართება, რომელიც აშშ-ის ღიას ასპარეზია.

ტურნირი 20-28 აგვისტოს ჩატარდება და მასზე ასევე მოქმედი ჩემპიონები, რუსი დანილ მედვედევი და ამერიკელი მედისონ კეისი ითამაშებენ. ტურნირი ცინცინატიდან ნიუ იორკში, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს, რადგან ფლეშინგ მედოუსი უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ცინცინატის ATP-ს მასტერსის ტურნირი პირველია სეზონის განახლების შემდეგ. WTA-ს პოსტ-პანდემიური სეზონი უფრო ადრე, პალერმოს ტურნირით, ორშაბათს დაიწყება.

ცინცინატის ტურნირის განაცხადში არის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-15 ნომრად არის განთესილი.

0.117223