ფეხბურთი

2:20 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ოქროს ბუცი" იმობილეს და მცირე ინტრიგა ბოლო ტურში

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. ბოლოსწინა ტურში კი „იუვენტუსი“ ჩემპიონის რანგში „კალიარის“ სტუმრად დაუპირისპირდა და უღიმღამო, უკვე დამახასიათებელი თამაში აჩვენა.

შედეგად, მაურიციო სარის გუნდმა მორიგი მარცხი განიცადა. რა თქმა უნდა, ეს წაგება „იუვეს“ სკუდეტოს ვერ წაართმევს, მაგრამ თამაშის ხარისხი ძალიან, ძალიან დამაფიქრებელი და სავალალოა. „იუვენტუსი“ დასკვნით ტურში „რომას“ ტურინში დაუხვდება, სკუდეტოს აღმართავს, ზედიზედ მეცხრედ.

„რომამ“ 37-ე ტურშიც ტურინში ითამაშა, ოღონდ „ტორინოსთან“ და 3:2 მოიგო. შედეგად, „ჯალოროსიმ“ მეხუთე ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მომტანია. „მილანი“ ისევ აგრძელებს დიდებულ ასპარეზობას, არამხოლოდ შედეგების, არამედ სათამაშო ხარისხის კუთხით და ამჯერად „სამპდორია“ გაანადგურა 4:1. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი გაიფორმა და საგოლე პასიც შეასრულა. თუმცაღა, „მილანმა“ მე-6 ადგილის მეტი ვერაფერი გააწყო, რაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა.

„ლეჩეს“ გადარჩენის შანსი გაუჩნდა, რადგან სტუმრად „უდინეზეს“ აჯობა (2:1), ხოლომისი კონკურენტი „ჯენოა“ „სასუოლოსთან“ 0:5 განადგურდა. ბოლო ტურში „ჯენოა“ „ვერონას“ უმასპინძლებს, „ლეჩე“ კი „პარმას“. ამ ეტაპზე გენუელები კონკურენტს ერთადერთი ქულით სჯაბნიან.

დასკვნით, 38-ე ტურში სწორედ ესაა გასარკვევი - ვინ გავარდება ლიგიდან. ამასთან გადასანაწილებელია მეორე-მეოთხე ადგილები, „ინტერს“, „ატალანტასა“ და „ლაციოს“ შორის, რომელთაც ახლა ერთი ქულა ჰყოფთ. ბერგამოში, „ატალანტა“ – „ინტერს“, ხოლო „ლაციო“ „ნაპოლის“ დაუხვდება. სხვათა შორის, „ლაციოს“ თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ 35-ე გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდება... ის მესამე იტალიელი იქნება ლუკა ტონისა (2006 წელს) და ფრანჩესკო ტოტის (2007) შემდეგ, ვინც ამ პრესტიჟულ ჯილდოს მოიგებს. ჩიროს ახლა ერთადერთი კონკურენტი ჰყავს - კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც 4 გოლით უსწრებს და პორტუგალიელისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თავად განსაჯეთ დარჩენილ ერთ ტურში რამდენად შესაძლებელი იქნება ამ სასწაულის მოხდენა...

„ვერონა“ – „სპალი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დი კარმინე (7), 2:0 დი კარმინე (11), 3:0 ფარაონი (47)

„ლაციო“ – „ბრეშა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კორეა (17), 2:0 იმობილე (82)

„სამპდორია“ – „მილანი“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (4), 0:2 ჩალჰანოღლუ (52), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (58), 1:3 ასკილდსენი (87), 1:4 ლეაო (90)

„სასუოლო“ – „ჯენოა“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ტრაორე (26), 2:0 ბერარდი (40), 3:0 კაპუტო (66), 4:0 რასპადორი (74), 5:0 კაპუტო (77)

„უდინეზე“ – „ლეჩე“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 სამირი (36), 1:1 მანკოსუ (40, პენ), 1:2 ლაპადულა (81)

„კალიარი“ – „იუვენტუსი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გალიანო (8), 2:0 სიმეონე (45)

„ფიორენტინა“ – „ბოლონია“ 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 კიეზა (48), 2:0 კიეზა (54), 3:0 მილენკოვიჩი (74), 4:0 კიეზა (89)

„ტორინო“ – „რომა“ 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 ბერენგერი (14), 1:1 ჯეკო (16), 1:2 სმოლინგი (23), 1:3 დიავარა (61, პენ), 2:3 სინგო (66)

თეგებისერია A
0.21176