თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით მომდევნო 2020/21 წლების სეზონში სუპერ ლიგაში მონაწილეობას 21 გუნდი მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
თურქეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნიჰატ ოზდემირის განცხადებით, გასულ სეზონში ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები უმაღლეს დივიზიონს არ დატოვებენ. მომდევნო სეზონში 21 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო სუპერ ლიგას ოთხი დატოვებს და 2021/22 წლების სეზონიდან ჩემპიონატი 20 გუნდიანი გახდება.
გასულ სეზონის შედეგების მიხედვით თურქეთის ჩემპიონატი "მალათიასფორს", "კაისერისფორს" და "ანკარაგიუჯუს" უნდა დაეტოვებინათ.