ფეხბურთი

22:19 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" კავანისთან მოლაპარაკება ოფიციალურად უარყო

ლისაბონის "ბენფიკამ" ედინსონ კავანისთან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. როგორც "არწივების" ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამი, კლუბი არ აწარმოებს მოლაპარაკებას სამხრეთამერიკელთან და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ივლისში დაუმთავრდა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. ევროპული მედია "ბენფიკას" გარდა ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნსაც" უკავშირებს.

კავანი პსჟ-მ 2013 წელს "ნაპოლიდან" 64.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. პარიზული გრანდის მაისურით ედინსონმა 301 მატჩი ჩაატარა და 200 გოლი გაიტანა. კავანი საფრანგეთის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა.

0.123754