ჩილეს ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფი ალექსის სანჩესი შესაძლოა ოფიციალურად "ინტერის" ფეხბურთელი გახდეს. როგორც BBC Sport-ი იუწყება, იტალიელებს სამხრეთამერიკელის იჯარის დასრულების შემდეგ, სრულფასოვანი ტრანსფერი სურთ.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "ნერაძური". Sky Sports-ის ინფორმაციით "წითელი ეშმაკები" აღარ აპირებენ სანჩესის იჯარის გახანგრძლივებას და ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხას მოითხოვენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელის ხელფასის ნაწილს იჯარის მიუხედავად მაინც იხდის და აღნიშნული ხარჯის გარდა, ულე გუნარ სულშერის გეგმებშიც არ შედის სანჩესი და დიდი ალბათობით ტრანსფერი შედგება.
ალექსისი მილანელებმა გასულ წელს დაიმატეს და მიმდინარე სეზონში ჩილელმა 28 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.